ყველა ნიკოლოზთან ერთად, ამ დღეს ვულოცავ ჩემს საყვარელ მეგობრებს და, პირველ რიგში, ამ სიტყვების ავტორს, გედი ფოფხაძეს! - ამის შესახებ ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, სადაც "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს გედევან ფოფხაძეს დაბადების დღეს ულოცავს და მის 11 წლის წინათ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს"
"11 წლის წინ, 2012 წელს ამ დღეს პირველად დამიჭირეს და ჩემმა მეგობარმა, მაშინ ქართული ოცნების დეპუტატმა, ხმამაღლა დაგმო ჩემი უკანონო პატიმრობა და თქვა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი ნიკოლოზობაა. მას მერე, ეს დღე ჩემთვის მეგობრობის დღეა. ამიტომაც, ყველა ნიკოლოზთან ერთად, ამ დღეს ვულოცავ ჩემს საყვარელ მეგობრებს და, პირველ რიგში, ამ სიტყვების ავტორს, გედი ფოფხაძეს!" - წერს ნიკა გვარამია.