ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს.- ამის შესახებ ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
"მეგობრებო, რამდენიმე ადამიანმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნის შესახებ.
საჯაროდვე მინდა დავაფიქსირო, რომ არც ერთი ეს განცხადება არ გამოხატავს ჩემს პოზიციას. ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს.
მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ კონტექსტში ჩემი სახელის გამოყენებისგან, რადგან ეს არც რეალობასთანაა ახლოს და აღრმავებს ისედაც უმძიმეს დაძაბულობას, ასევე დამაზიანებელია პირადად ჩემთვის.
იმედია, მეტად აღარ მომიწევს ამ საკითხზე ჩემი პოზიციის გამოხატვა."- წერს ნიკა გვარამია.