თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა  
არც მივსულვარ - რა აზრი ქონდა? :)) - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

2024 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

2024 წლის 16 დეკემბერს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ, მარნეულის იზოლატორი დატოვა.

ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ,  რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს პოლიციამ ნიკა გვარამია პარტიის ოფისთან დააკავა