პენიტენციური დაწესებულებიდან ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიმართავას

"ჰეი, ჯალათო ჯვებევ, ყური დაადე მიწას და კარგად მოუსმინე: "მოდის, რევოლუცია მოდის"
ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით.

არაფერს არც სივრცე, არც დრო და არც აზრი აღარ რჩება, როცა მეორე მხარეს სამშობლოს გადარჩენა დგას.
Amicus Plato...

ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას  პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით პატიმრობა შეუფარდა და  ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.