თუ გახარია არის ცალკე, დიდი ალბათობით ანა დოლიძეც, გარანტირებულად მეორე გირჩი, მაშინ როგორ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე?,- ამის შესახებ „ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ "დღის „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„თუ გახარია არის ცალკე, დიდი ალბათობით ანა დოლიძეც, გარანტირებულად მეორე გირჩი, მაშინ როგორ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე? ხომ შეუძლებელია ვილაპარაკოთ ერთიVSერთზე, როცა არსებობს განსხვავებული არჩევანი. დავანებოთ თავი სხვებს, გახარია ხომ არ არის უბრალო განსხვავებული არჩევანი, რომელზეც ვიმსჯელებთ ასე ხელის წამოკვრით, ერს არის არჩევანი, რომელმაც შეიძლება გრავიტაცია კიდევ უფრო მეტი შეიძინოს თუ დარჩენილი პოლიტიკური ცენტრები იქნება ერთიVSერთი, ხომ ლოგიკაა.
მეორე მხრივ, გახარიას დამატება ენმ-სთვის, ჩვენთვისაც, არ არის მარტივი ტვირთი, ლელოსთვის, გირჩი-დროას ამომრჩევლისთვისაც, ეს იმ ტიპის ამომრჩეველია, რომლისთვისაც გახარია ძალიან მიუღებელია. განზიდულობასაც იძენს“, - ამბობს გვარამია.