ვინც სიაზე ლაპარაკის გარეშე ვერ ძლებს, სიის ვნებების დასაცხრობად დასანქცირებულების სიაზე გადაინაცვლოს. - ამის შესახებ პარტია "ახალი" -ს ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"თორემ მალე წარმოსახვით სიაში წარმოსახვითი კვოტების და სახელ გვარების საჯარო განხილვა დაიწყება, ვატყობ, და ამაზე გულის ამრევი არაფერია ამომრჩევლისთვის და ამაზე დიდი საჩუქარი არაფერია ივანიშვილისთვის." - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუკში".
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს