არა უშავს, წუხანდელი უძინარი სამშობლოს წინაშე პირნათელი მილიონი ბედნიერებას იპოვის აქ, საკუთარ სამშობლოში - ამის შესახებ პარტია "ახლის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
პარადოქსული ღამე იყო: საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა ფუმფულა ბალიშებზე.
არა უშავს, წუხანდელი უძინარი სამშობლოს წინაშე პირნათელი მილიონი ბედნიერებას იპოვის აქ, საკუთარ სამშობლოში, იმ 84ს კი, სიცოცხლის ბოლომდე არ დააძინებს მოღალატის დამღა.
ყველაფერი კარგად იქნება.