„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„სწორად მოიქცა ზურაბიშვილი (თუ სწორად გავიგე, ბლანკეტური ვეტო დაადო, შენიშვნების გარეშე). ოცნება ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით.
მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილება იქნება, ვადა რატომ არ გამოიყენა ბოლომდე და არ მოგვაგებინა დროო, არ გავიზიარებ ამ ერთი შეხედვით ლეგიტიმურ საყვედურს: კაცმა არ იცის, როგორი დაწოლა იქნებოდა ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ პროცესი გაეხსნა, ოცნებისთვის მაშველი რგოლი გადაეგდო, ვენეციის კომისიის შენიშვნები ჩაეწერა ვეტოში და ა.შ. ხოდა სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც.
ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა - ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა“,- წერს გვარამია.