გუშინ, საკანონმდებლო ორგანოში და ძმა როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიას პორტრეტი განათავსეს.
 
 

რასაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზევე გამოეხმაურა და  განაცხადა:  არაკეთილსინდისიერია, როდესაც ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებთ, რაც თქვენ გააკეთეთ, სირცხვილია - პარლამენტის შენობა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში

დღეს კი დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ სოფიალურ ქსელ "ფეისბუკში" დაწერა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია ფოტო, პარლამენტის შენობის ერთ-ერთი კედლიდან ჩამოხსნეს.

ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათი მხოლოდ ერთი დღე მოითმინეს პარლამენტში და 24 საათში გააქრეს. - წერს ნატო ჩხეიძე.