როგორც ჩანს, დაუჯერებელია, მაგრამ დაიჯერებენ, როცა უფრო მეტს გაიგებენ, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ და განმარტა, რომ დღეს მათი მხრიდან განცხადება გაკეთდება და მეტი გაირკვევა.
„დღეს ყველაფერს ვიტყვი!", - თქვა ნატო ჩხეიძემ.
ნატო ჩხეიძემ არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის იმ კანდიდატებისთვის ხმის მიცემას, ვინც მეორე ტურში გადავიდნენ.
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრის მეორე ტური დღეს გაიმართება
ცნობისთვის, 17 მაისს, ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი - პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა. მათგან რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ უკვე განაცხადა.