„თურქეთი ერთ-ერთი ინიციატორი იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, რომ შუამდგომლობა გაეწია შერიგების პროცესში. ჩვენც მუდმივად ვმონაწილეობდით აზერბაიჯან-სომხეთის თემაში. ყველა მივესალმებით, რომ ეს პროცესი დასასრულს უახლოვდება. თავად თურქეთის და სომხეთის ურთიერთობებიც პოზიტიურ შედეგს იძლევა. ჩვენი ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულის არის. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
"რა გვაქვს ერთიანი? ხედვები. მათ მომილოცეს და აღნიშნეს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. ხმამაღლა აღინიშნა, რომ ჩვენ საერთო გვაქვს პატივისცემა, ეროვნული ინტერესი, ღირებულებები, მშვიდობის პოლიტიკა. საკმაოდ ძლიერი ლიდერია ბატონი ერდოღანი, თავისი ქვეყნის, თავისი ეროვნული ინტერესების დამცველი. სწორედ ამაში ვართ ჩვენ სოლიდარულები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.