ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა, რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღლუმზე განაცხადა
"რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ პატრიოტ მოქალაქეს, ყველას, ვინც იწამა საკუთარი ქვეყნის ძალა, დადგა სამშობლოს სადარაჯოზე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა იყოთ ამაყი თქვენი თავდადების, გონიერებისა და ერთგულების გამო. უნდა იამაყოთ, სწორედ იმიტომ რომ, ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდით ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, რომელმაც შესაძლოა მომავალი ათწლეულები განსაზღვროს. ჩვენ, ერთიანობითა და წინ დახედულებით, წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს. - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის სრული ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს