ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს 30 მოქალაქის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი.
„ერთი კითხვა მაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან: ზუსტად იგივე კანონი რომ მიგვეღო, სიტყვა-სიტყვით, რაც შტატებში მოქმედებს, ამ გაურკვეველ და დაუკონკრეტებელ სანქციებს მაინც დაგვიწესებდით? " - წერს Facebook-ზე მიხეილ ყაველაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს