"მადლობა ბლინკენს! სრული ლუსტრაცია! შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?! მათ მიერ გაყიდული და დაკარკული ტერიტორიები, ჩვენი გმირი მეომრების ბრძოლის ველზე მიტოვება, რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა, 300 000 ათასი პრობაციონერი, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდები, ნაწამები და გაუპატიურებული ქართველები, ბიზნესის წართმევები, მედიის დარბევები და ტერორი, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, გაყიდული ჯარი!" - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ეს ყველაფერი კეთდებოდა მათი მხარდაჭერით, ვინც ჩვენ, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და მისი უსაფრთხოების დაცვის გამო სანქციებს გვიწესებს. მემგონი ყველაფერი გასაგები და ნათელია საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო. არჩევანი მარტივია: პირადი კეთილდღეობა თუ საქართველო!“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.