„რთული მოსასმენი  იყო პოზიცია, რომელიც გამოავლინა ოპოზიციამ,  არ შეიძლება ასეთ თემებზე პოლიტიკური დივიდენდების და ქულების აღება, მაშინ როდესაც თემა არის  საერთო ეროვნული მნიშვნელობის და ეროვნული ღირებულების“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.






მისი თქმით, რთული სანახავია დამოკიდებულება, რომელიც ოპოზიციამ გამოავლინა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის და ღირებულებების.
„ეს უბრალოდ, პოლიტიკურად არა, ადამიანურადაც ამორალური გახლავთ. აქ იყო ხაზგასმა კვალიფიკაციასთან და ექსპერტიზის ნაკლებობის დაკავშირებით, მაგრამ ნება მიბოძეთ ამ თვალსაზრისით არ დაგეთანხმოთ. მე არ მგონია, ვინმეს კარგად არ აქვს გათავისებული, რომ შერიგების სამინისტრო არ არის ის სამინისტრო, რომელსაც მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის უფლება აქვს. არ შეიძლება შერიგების სახელმწიფო მინისტრს ეკითხებოდე, მაგალითად, გამოძიების დეტალებს ან რა უნდა მოხდეს რაღაც კონკრეტული სამართალდარღვევების პრევენციისთვის, რომელიც თავისთავად უკიდეგანოდ დიდი მნიშვნელობის საკითხებია, ამას არავინ აკნინებს, მაგრამ უნდა იცოდეს, სად, როდის, ვისთან უნდა დასვა ეს კითხვები და არ უნდა აქციო ეს თემები მანიპულაციის საგნად. საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ არავის ჩვენ ხელისუფლებაში, არავისთან ენა არ მოუჩლექია. ვართ მართლა კაჟივით მტკიცე იმ პოზიციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძ