ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის კარგი ურთიერთობები გადააყოლეს სააკაშვილის გულშემატკივრობას - ეს არის პრობლემა. არახამია იქნება ეს, პოდოლიაკი თუ პრეზიდენტის ზელენსკი, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„გახსოვთ თქვენ საოცრად არამეგობრული და აუხსნელი ნაბიჯები. იგივე ელჩის გაწვევა ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი ელჩის პრაქტიკულად გამოძევება უკრაინიდან. ყველაფერი გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი და ვის რა ინტერესი გააჩნია. დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში ძალიან დიდი გავლენა აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სურვილი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იხილოს მიხეილ სააკაშვილი მარტო იმიტომ, რომ მან ომი გააჩაღოს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.