მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2013 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა. - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?
დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?
თუკი ჩვენი მიზანი ქვეყნის გადარჩენა და გაძლიერებაა, ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად ყველაფრისა ერთიანობას და თანადგომას ალტერნატივა არ აქვს- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა: ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას