პრეზიდენტის სასახლეში ამასწინათ პროკურორებმა ღრეობა მოაწყვეს, რომლის დროსაც იატაკზე დიდი რაოდენობით წითელი ღვინო დაღვარეს და ახლა აღარ იწმინდება. ეს დარჩება ივანიშვილის მმართველობის ლაქად , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პარლამენტის შენობა იგივე ბედს იზიარებს რაც ეწია, ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, პრეზიდენტის სასახლესა და რიყეზე თეატრს, ანაკლიის მშენებარე და მოქმედ ობიექტებს.
პრეზიდენტის სასახლეში, სადაც თავის დროზე ვმასპინძლობდით ბაიდენს, ტრამპს, სარკოზს, მერკელს, ერდოღანსა და სხვა მსოფლიო ლიდერებს, ამასწინათ პროკურორებმა ღრეობა მოაწყვეს, რომლის დროსაც წითელი ღვინო დაღვარეს დიდი რაოდენობით იატაკზე და ახლა აღარ იწმინდება.
ეს დარჩება ივანიშვილის მმართველობის ლაქად“, - წერს სააკაშვილი.