მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, წინასაახალწლო ვიდეოს არქივის კადრებს აქვეყნებს, სადაც ის მოქმედი პრეზიდენტობისას, მილოცვის ჩასაწერად ემზადება:
მთელი ეს წლები ამ ვიდეოს ატრიალებენ როგორც კომპრომატს. რა არის აქ უჩვეულო - ის რომ კარგ ხასიათზე ვარ? ჩემ თანამშრომლებთან ასეთი არაფორმალური და უშუალო დამოკიდებულება მქონდა - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.