ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტი, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გადალახვას, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ღამის კომენტართან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.
„დღეს ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია, აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტი, რომელიც მთლიანად გააჯანსაღებს ტოქსიკურ ატმოსფეროს და ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გადალახვას.
დღეს ძალიან დიდი ნაწილი ამომრჩევლის მიიჩნევს, რომ ის მთლიანად იგნორირებულია და ფაქტობრივ ტყვეობაში იმყოფება. თუ ამ ჩვენს თანამოქალაქეებს ქალბატონი სალომე ამ განცდას მოუხსნის, ის ძალიან გაიძლიერებს საკუთარ პოზიციებს და ასევე, დაიმკვიდრებს ადგილს საქართველოს ისტორიაში და ეს ადგილი იქნება ძალიან პოზიტიური", - ამბობს სააკაშვილი.