ჩვენ გვჭირდება ბევრი, მრავალრიცხოვანი აქცია. ახალი ხალხის მოზიდვა, რასაც „ნაცმოძრაობა“ უკვე აკეთებს, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ღამის კომენტართან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.
„თუ „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში, ნულოვანი შანსი იქნება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების. ხელისუფლების შეცვლის პირობებში, მე ვიძლევი გარანტიას, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 4 წელიწადში.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს, როდესაც ჯერ კიდევ ოკუპირებული იყო ქვეყნის უმეტესი ნაწილი, ჩვენ დავაორგანიზეთ ცოცხალი ჯაჭვი და უდიდესი მიტინგი, სადაც მე ვთქვი: "ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით რუსეთს და მივდივართ ევროპაში".
ახლა უნდა ვთქვათ: "ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით ოცნებას და მივდივართ ევროპაში".
ჩვენ გვჭირდება ბევრი, მრავალრიცხოვანი აქცია. ახალი ხალხის მოზიდვა, რასაც „ნაცმოძრაობა“ უკვე აკეთებს. ერთმანეთზე თავდაუსხმელობა და სამიზნის გასწორება“, - ამბობს სააკაშვილი