შეთითხნილი საქმეებით ვზივარ ციხეში და მოიძებნნენ ადამიანები, რომლებმაც ციხეში ჩემს გადაყვანაზე დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს ისედაც ციხეში არ ვიყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორ ჰგავს ერთმანეთს რუსული სკოლა.
ისევე როგორც, ცოტა ხნის წინ უცნაურ ვითარებაში, გააქრეს ნავალნი, არჩევნების წინ, სასამართლოზე რომ არ გამოსულიყო, ზუსტად ამის მსგავსად, შეთითხნილი საქმეებით ვზივარ ციხეში და მოიძებნნენ ადამიანები, რომლებმაც ციხეში ჩემს გადაყვანაზე დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს ისედაც ციხეში არ ვიყო.
სამწუხაროა, რომ ამ მიზნით ახალგაზრდებს იყენებენ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.