"ამასობაში, ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენირების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ. " - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და ჩვენი დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია. ჩინელები და რუსები დღეს ერთი და იგივეა და სტრატეგიულ აქტივებში მათი შემოყვანა სასიკვდილო მარცხის მატარებელია." - ასე ეხმიანება ექსპრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებას. 

შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა ChinaCommunications Construction Company Limited-მა წარადგინა .  მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის გამარჯვებული კერძო ინვესტორი უახლოეს დღეებში გამოცხადდება