ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ინიციატივა სწორედ საპარლამენტო ასაკის დაწევა უნდა იყოს - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"2011 წელს ჩვენი ინიციატივით საპარლამენტო ასაკმა 21 წლამდე დაიწია. საკონსტიტუციო ცვლილება 2012 წელს შევიდა ძალაში. მოგვიანებით, 2017 წელს ახალმა ხელისუფლებამ ის 25 წლამდე აწია, რათა მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილი ჩამოეშორებინათ პოლიტიკური პროცესებიდან.

დღეს ყველა ხედავს, რომ ქვეყნის გადარჩენის ინიციატივაცა და პასუხისმგებლობაც ახალგაზრდების ხელშია და პარლამენტში ახალგაზრდებს არაერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ.

ამიტომაც ვთვლი, რომ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ინიციატივა სწორედ საპარლამენტო ასაკის დაწევა უნდა იყოს."