ქართველ იანუკოვიჩს რაც შეეხება, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაცმოძრაობის"  დეპუტატის, დავით ხაჯიშვილის საპასუხოდ განაცხადა.

პპუაშვილის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა უმაღლესი ქართული ჯილდოთი იანუკოვიჩი, როდესაც პრეზიდენტი იყო.

„საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვოჩი. თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა იანუკოვიჩი, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.