ხატია უკრაინის ნაციონალური პოლიციის პირველი ხელმძღვანელი იყო და მის დაქვემდებარებაში იყვნენ გენერლები და საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყნის პოლიცია, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე უცხოური სპეცსამსახურების თანამშრომლად გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ ხატია უკრაინის ნაციონალური პოლიციის პირველი ხელმძღვანელი იყო და მის დაქვემდებარებაში იყვნენ გენერლები და საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყნის პოლიცია“,- წერს სააკაშვილი.

შალვა პაპუაშვილი: როგორ არ ვახსენო, რომ ხატია დეკანოიძემ საქართველოს მოქალაქეობა დატოვა, რათა უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყო, დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან აქვს კავშირები