ხაზარაძემ რომ თქვა, შანსი არ არის, გახარიასთან არ გავერთიანდებითო - ვინ ეხვეწებოდა გაერთიანებას, ვინმემ თხოვა, როგორმე გამიერთიანდიო?! – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, ამდენი თვეა ვამბობთ, რომ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ და არჩევნების შემდგომ ყველანაირი „ნაცმოძრაობა“ ჩვენთვის წითელი ხაზია. გამოვლენ, ჩვენზე ათას სისულელეს იტყვიან, რაღაცას დაგაბრალებენ, ხაზარაძემ თავის დროზე, ჩვენ მაგათთან შანსი არ არის, არ გავერთიანდებით, ვინ ეხვეწებოდა გაერთიანებას, ვინმემ თხოვა, როგორმე გამიერთიანდიო?! პირიქით, სულ იმას ვამბობთ, რომ არავის გავუერთიენდებით",- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.