„რაც ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ, „ქართული ოცნება“ არ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას  ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო საკითხი, მართლმსაჯულებისა და  ანტიკორუფციული რეფორმა“, - ამის შესახებ

 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის  „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ჩვენ მხოლოდ კანდიდატის სტატუსი კი არ უნდა გვქონდეს, არამედ უნდა ვიყოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასული. 

 „ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესში და უმნიშვნელოვანეს გზაზე ერთი წელი დააკარგვინა ქვეყანას“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. 

 ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც  შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე,  საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.