კი აქვს ადამიანს ზოგადად მოკლე მეხსიერება, მაგრამ ამ კაცის ქველმოქმედებაზე ქილიკი და „უი მაგას ახლა მოსყიდვა უნდა”, „ეგ კრიჟანი ფულს ვის მისცემს”, ძაან სირცხვილია, - ამის შესახებ თბილისის მერიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი  სოციალურ ქსელში წერს. 

„თავის დროზე მინისტრების და დეპუტატების ხელფასებს რომ იხდიდა, საპატრულო პოლიციის სრულ ეკიპირებას, ავტომობილებით აღჭურვას, დაფინანსებას უზრუნველყოფდა, პოლიციის შენობებს, საავტომობილო გზებს აშენებდა, სარაგბო სტადიონებს აწყობდა, რეკონსტრუქციას უკეთებდა ტაძრებს, მუზეუმებს, თეატრებს, უნივერსიტეტებს, აფინანსებდა ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს…ეს თურმე უბრალოდ “აინები, მაინები, ნარმა, მიტკალი” ჩამონათვალი ყოფილა და მეტი არაფერი. კი აქვს ადამიანს ზოგადად მოკლე მეხსიერება, მაგრამ ამ კაცის ქველმოქმედებაზე ქილიკი და “უი მაგას ახლა მოსყიდვა უნდა”, “ეგ კრიჟანი ფულს ვის მისცემს”, ძაან სირცხვილია. კაი, გააგრძელეთ კაკუნი კლავიატურაზე, ნახვამდის!“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.