არსებობს საქართველოში სამწუხაროდ კიდევ ამომრჩეველი, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ამ ხალხს, ამ ყველაფრის მიუხედავად ხმას აძლევს და როცა მათ დაველაპარაკებით უნდა ვუთხრათ, რომ ისინი არიან აი ამ ხალხის მხარდამჭერები, ასე სიტყვა სიტყვით უნდა ჩამოვუთვალოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ძალიან მოკლედ ჩვენს დღევანდელ აგენტურულ ოპოზიციაზე. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ერთ ხმასაც კი, ერთ ხმას, გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, როგორ უნდა იღებდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ მებრძოლი რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკოსი, თუმცა რადგან მათ კიდევ საზოგადოების შეიძლება მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ნაწილი უჭერს მხარს, შევახსენოთ მათ, რომ აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან: პირველი- მკვლელი, მოძალადე, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დანაშაულის დამბრალებელი სააკაშვილი. მეორე- მისი პარტიის მეორე დანაყოფი შარვალჩახდილი და რუბლებით დაფინანსებული ხალხით გარშემორტყმული თაღლითი და თავისი ტელეკომპანიების გამძარცველი გვარამია. ასევე, უპერსპექტივო პარტიებსაც შევეხოთ, ვერ ლახავენ ბარიერს, მაგრამ მაინც ამ ოთხეულში არიან. თაღლითი, სააკაშვილის რეკეტიორი ხაზარაძე და ასევე თაღლითი, სააკაშვილთან მოღალატე და თავისი გუნდის გამწირავი გახარია. აი ესენი იღებენ ხმას. არსებობს საქართველოში სამწუხაროდ კიდევ ამომრჩეველი, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ამ ხალხს, ამ ყველაფრის მიუხედავად ხმას აძლევს და როცა მათ დაველაპარაკებით უნდა ვუთხრათ, რომ ისინი არიან აი ამ ხალხის მხარდამჭერები, ასე სიტყვა სიტყვით უნდა ჩამოვუთვალოთ.
ამიტომ, 26 ოქტომბერს, მთელს მსოფლიოს ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს დადგება თავისი ქვეყნის გამყიდველების მხარეს. ქართველ ხალხს აგენტურას ვერავინ შეასაღებს ევროპელებად, გამორიცხულია ეს ამბავი. რაც არ უნდა მათი საარჩევნო კამპანია აწარმოონ გარედან ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ, აი ამ ყველაფრით გარედან რომ ეხმარებიან, ჩვენ ვართ ქართველი ხალხი უფრო მობილიზებული, უფრო წინააღმდეგობრივი თუ გნებავთ და ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუარა ვერ იქნება. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის არის ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით, ამ მიდგომის განმტკიცებას იქით, ჩვენ ევროპაშიც შევძლებთ და შევეცდებით. არ არის ისე ჩემო მეგობრებო, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, პირიქით, თუ ყველაფერს გადავავლებთ თვალს, ჩვენც ძალიან ვჭირდებით ევროპას და ევროპელებს ჩვენი ამაყი, მეტიც, ხანდახან უტეხი ხასიათითაც კი, ტრადიციული ღირებულებებით, რწმენის პატივისცემით და რეალური თავისუფლების სიყვარულით. ნურავის გაუკვირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც დილა მშვიდობის და საღამო მშვიდობისო, ასე ვესალმებით ერთმანეთს ხომ? ან კიდევ მისალმების აღმნიშვნელი მთავარი სიტყვა არის გამარჯვებასთან დაკავშირებული, როცა ერთმანეთს ვეუბნებით გამარჯობას, არავის გავამარჯვებინებთ არც მშვიდობაზე, არც ღირსებაზე და არც საკუთარი თავის უფლებაზე. ამიტომ არის ჩვენი ხალხი მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის მხარეს და მხოლოდ ამ გზით ვაპირებთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ“, - განაცხადა მდინარაძემ.