ჩვენ არ გვაქვს ნდობა სამუშაოს მიმართ, რომელსაც ატარებს ორგანიზაცია, რომელიც ათეულობით, 20 და 30 პროცენტით ცდება რეალურ მონაცემებს ყოველთვის და არჩევნები აჩვენებს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, NDI კვლავ უკვეთავს კვლევის ჩატარებას CRRC-ს, მიუხედავად წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული პროცენტის ცდომილებისა.
„ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა NDI-ის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. გვქონდა დისკუსია მათთან. არ დაგიმალავთ და გაგიხმოვანებთ ამ ამბავს. მინდა, მათ მიმართ პატივისცემა დავაფიქსირო, თუმცა გაგიმხილოთ ჩვენი საუბრის გარკვეული დეტალები და ეს არ იქნება რამე შეთანხმების დარღვევა, რადგან ასეთი შეთანხმება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ თავისუფლად ვსაუბრობთ იმ დისკუსიის ფარგლებში, რა დისკუციაც გვქონდა. თუ შევხედავთ NDI-ის კვლევით გახმოვანებულ მონაცემებს, რომელიც ველზე უზრუნველყო, ანუ საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC-მ, რომელიც, ძალიან კარგად ვიცით, ვისთან დაკავშირებული კომპანიაც არის. რადგან NDI კვლავ უკვეთავს CRRC-ს, მიუხედავად ამდენი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული პროცენტის ცდომილებისა, კი ბატონო, ვიკამათოთ ამ ფარგლებში და ეს კამათი ჩვენი მხრიდან მოიცავს არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, რაც უნდა გადაკვრით იყოს, თუ მხოლოდ იმ ნაწილს ავიღებთ, ვინც პასუხი გასცა კითხვაზე, რომელია მისი ფავორიტი პარტია, მსგავსი კითხვა რომ დასმულიყო აქ, პროპორციის მიხედვით გამოდის ზუსტად იგივე მონაცემები, რაც „იმედმა“ რამდენიმე დღის თუ კვირის წინ გამოაქვეყნა, „გორბის“ კვლევას ვგულისხმობ. ანუ თუკი 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და 16% ამბობს, რომ დანარჩენს, ეს იმას ნიშნავს, რომ 55 % -მდე, ვინც დააფიქსირა პოზიცია, ამბობს, რომ „ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს, დანარჩენი ამბობს, რომ – დანარჩენ ოპოზიციას. ოღონდ ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, თუ რომელიმე მაყურებელი არ გაიზიარებს, მათი საქმეა, მაგრამ გეტყვით, თუკი 65% ამბობს, რომ ან არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს, ან არ უმხელს მკვლევარს, ანუ 65 % იდან ვერ მოაქვს მკვლევარს პასუხი, შეიძლება თუ არა ასეთი კვლევა სანდოდ ჩავთვალოთ? პასუხი მარტივია და რაც გაიფიქრეთ ყველამ, იმავეს ვგულისხმობ მეც. გარდა ამისა, სულ რომ იმ პროპორციას დავეყრდნოთ, რომელი პროპორციაც „გორბის“ კვლევის მონაცემებს დაემთხვა ერთი ერთში, ერთპროცენტიანი ცდომილების გარეშე, უკვე ოპოზიციაში შიდა პროპორციაა დარღვეული. გეტყვით აქაც მარტივ მონაცემს: თუკი 12 % აქვს დანარჩენ ოპოზიციას, „ნაცმოძრაობის“ გარდა, და „ნაცმოძრაობას“ – ოთხი პროცენტი დაახლოებით, ეს ნიშნავს, რომ 35 % -მდე აქვს, „ნაცმოძრაობის“ გარდა, ოპოზიციას მხარდაჭერა. შეგიძლიათ ვინმეს, გაიფიქროთ, დამისახელოთ ის პარტიები, რომლებიც აიღებენ 35 %-ს? ხომ წარმოუდგენელი ამბავია, რომ ახლა შეიკრიბოს რაღაცა „ლელო“, გახარია, „გირჩები“, ვიღაცები და ამათ ერთად აიღონ 35%. მაშინ ყველას გადაულახავს ბარიერი ექვსი, შვიდი, რვაპროცენტიანი გარანტირებული მაჩვენებლით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ კვლევაში იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება, რომ შეუძლებელია, სერიოზულად ილაპარაკო, იმის მიუხედავადაც კი, რომ პროპორცია გარკვეულ რეალობას ემთხვევა.
„შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ამ სამუშაოს მიმართ ნდობა, რომელსაც ატარებს ორგანიზაცია, რომელიც ათეულობით, 20 და 30 % ით ცდება რეალურ მონაცემებს ყოველთვის და არჩევნები აჩვენებს ამ ყველაფერს. შეიძლება ძალიან თავისუფლად გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ იგივე თქვა, რაც „გორბიმ“ თქვა, მხოლოდ და მხოლოდ, ასე დავარქვათ, პროპორციული დავარქვათ, პროპორციული ალოკაციის მიხედვით. საბედნიეროდ, ძალიან კარგად ვერკვევით ამ დეტალებში, მაგრამ იმდენად ალოგიკურია, რომ სხვა დანარჩენმა 65 %-მა საერთოდ არ გასცა პასუხი, რა გამოკითხვაა მაშინ, თუ 65% - იდან პასუხი ვერ მოგაქვს, რაღას ატარებ იმ კვლევას, ხომ? ბევრი ასეთი დეტალია, რომლითაც აღარ დაგღლით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.