კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
საუბარი მიდის კონსტრუქციულად, ერთ საათში დავბრუნდებით - განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძემ.
გიორგი გახარიას კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, დაახლოებით ორი საათის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ცნობისათვის, კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ.