"როგორც ჩანს, მამუკამ ვერ მოახერხა გუნდთან შეთანხმება, ჯერჯერობით, ვნახოთ, დაველოდები, - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ რაც მისი მამუკა ხაზარაძესთან გამართული პირადი შეხვედრა გაერთიანების თაობაზე უშედეგოდ დასრულდა.
"პრეზიდენტს დაველაპარაკები. მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს თავის გუნდთან და, როგორც ჩანს, არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კითხვაზე ეხება თუ არა საკითხი საარჩევნო სიას, გახარიამ განმარტა, რომ საკითხი აღნიშნულს არ ეხება.
შეგახსენებთ: კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ.