"ჩვენ გავაგარძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს გიორგი გახარიასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„კოოპერაციაზე წინააღმდეგი არავინ არ არის. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსრულუფლებიან პარტნიორად. დეტალებში ვერ შემოვალ, ეს არის ჩვენი პირადი მოლაპარაკება. თანაბარსრულუფლებიანი პარტნიორი ნიშნავს თანაბასრულუფლებიან პარტნიორობას. შესაბამისად, ჩვენ გავაგარძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა, მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის. მინდა მივაღწიო იმას, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება კოალიცია. ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი, მთავარია, ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის, იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ მორიგი პირისპირ შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და კონსულტაციები გაგრძელდება.