„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი ამ წლების განმავლობაში ნახა, რომ რადიკალიზმით შეუძლებელია რამე წარმატებას მიაღწიო. შეუძლებელია საზოგადოებაში მოიპოვო მხარდაჭერა. თავად ნახეს ეს ყველაფერი და იციან, რომ არ ვარგა ეს. - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

"რაც შეეხება ხაზარაძეს, ის არის ჩვეულებრივი ლუზერი და ის პოზიცია, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ჰგონია, რომ ამ რადიკალიზმით მიაღწევს წარმატებას. უბრალოდ სამარცხვინოა და ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის კამპანია, რაც „ლელოს“ ჰქონდა და ხაზარაძეს, ის მუქარები. ემუქრებოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ არჩევნების შემდეგ ის იქნებოდა მოსკოვში და ა.შ. ანუ, წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს მსოფლმხედველობა, იდეოლოგია. ხაზარაძისეული პოლიტიკის შინაარსი მდგომარეობს იმაში, დღეს რომ ის ოპოზიციას წარმოადგენს და პოლიტიკაშია, უნდა იდევნებოდეს ის, მისი ოჯახი, თურმე, ეს ყოფილა ნორმალური და ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი მოცემულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.