მე და ალეკომ გუშინ ჩამოვართვით ხელი, მე ძალიან კარგად მესმის ქვეყნის საჭიროება და როცა ქვეყნის საჭიროებაა იქ ჩემი პირადი ამბები არის გადასული მეორე ხაზზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება მისი პარტიის ჩვენთან შემოერთებას ეს იქნება ჩვენი ახალი პლატფორმის მსჯელობის საგანი და უახლოეს ხანში ამ გადაწყვეტილებას შეგატყობინებთ.
მე გეტყვით თბილისურად, ბავშვობაში ჩხუბიც მომსვლია, მაგრამ მერე დავმეგობრებულვარ ადამიანებს როცა უბნის ან ქალაქის საჭიროებები იყო“, - ამბობს ხაზარაძე.
ალეკო ელისაშვილი "ლელოს", ანა დოლიძისა და "თავისუფლების მოედანის" გაერთიანებას შეუერთდა