20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია. - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:
"გავრილოვის ღამით" დაიწყო "ქართული ოცნების" ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა. ამას მოჰყვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, ანაკლიის მშენებლობის ჩაშლა, გაყალბებული არჩევნები, რუსული კანონი და ყველა დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა. 20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია.
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს საბჭოთა მმართველობა საქართველოში! - წერს მამუკა ხაზარაძე.