„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტეთან განაცხადა, რომ თუ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია მის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს, ის მეორე დღესვე დაჯდება მასთან სასაუბროდ.
„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, მამუკა ხაზარაძეს და მგონი არცერთ პოლიტიკოსს არა აქვს ფუფუნება და უფლება, რომ პიროვნულ რაღაცებზე ისაუბროს, როდესაც ქვეყანას უჭირს. საუბარია სახელმწიფოებრივ საკითხებზე, რომელიც მისი [გახარიას] მმართველობის დროს მოხდა. თუ ამ კითხვებზე პასუხს გასცემს, მზად ვარ მეორე დღესვე დავჯდე მასთან“,- ამბობს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა: ჩვენთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“ - ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის
საპასუხოდ, „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა: გახარიას გუნდთან რაიმე ტიპის კონსულტაცია არც აწმყოში მიმდინარეობს და არც მომავალში იგეგმება - ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს
ცნობისთვის, დღეს „ლელო", ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გაერთიანდნენ