ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
„კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად კრიტიკულ, ისტორიულ მომენტში დგას დღეს საქართველო და რამდენად მნიშვნელოვანია ის გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც უწევს დღევანდელ ხელისუფლებას. ნამდვილად სჭირდება ამ ხელისუფლებას ის სიმყარე იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის წინაპირობა და საფუძველი ყველა შემდგომი პროგრესის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.