მალტაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეუთო-ში ფინეთის მომავალი თავმჯდომარეობა და მისი პრიორიტეტები.

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მინისტრმა კოლეგას დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება აქტიური ძალისხმევა მიმართოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატების მისაღწევად.

საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების პროცესზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებების შესახებ.