არ შეიძლება, ერთ მხარეს ძალადობის დაგმობით წავახალისოთ მეორე მხარეს ძალადობა, რაც შემდგომ ისევ შობს კიდევ უფრო მეტ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და სხვა უცხოელი დიპლომატების განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთ მხარეს ძალადობის დაგმობით, წახალისდეს მეორე მხარეს ძალადობა.

„რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირად არ მოგვწონს, რომ კონკრეტული ჯგუფების მიერ არის წახალისებული ძალადობა და ძალადობის ადგილი თბილისის ქუჩებში, რაზეც შემდგომ სამართალდამცავ ორგანოებს უწევთ რეაგირება. გზავნილი არის მარტივი – მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები გაკეთდეს ობიექტურად და ობიექტურ სურათზე დაყრდნობით. არ შეიძლება, ერთ მხარეს ძალადობის დაგმობით წავახალისოთ მეორე მხარეს ძალადობა, რაც შემდგომ ისევ შობს კიდევ უფრო მეტ ძალადობას. მნიშვნელოვანია, იყოს ობიექტური შეფასებები, ობიექტურ სურათზე დაყრდნობით და მოწოდებები არ იყოს ცალმხრივი, რაც წაახალისებს სხვა მხარეს ძალადობისკენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.