„ქართულ იოცნება“ ენას ძვალი არა აქვს - პრინციპით მოქმედებს. თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წლის წინანდელ თხოვნაზე პუტინმა დღეს ირეაგირა - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ქართულ იოცნება“ ემორჩილება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, სამწუხაროა ამას რომ ვამბობ, მაგრამ პუტინმა ეს ბიჭები სააშკარაოზე გამოიყვანა თავისი განცხადებით. მანდ ნუ პოზიორობთო. თქვა მოლაპარაკებები გვქონდაო, ეს ხალხი ჩემი წარმომადგენლები არიანო და ჰოი საოცრებავ, ეს ხალხი რას გვეუბნება, ჯერ საქართველოს მოსახლეობას ამით რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ, რომ თურმე წინა ხელისუფლების დროს 11 წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თხოვნაზე დღეს ირეაგირა პუტინმა. ენას ძვალი არა აქვს - ამ პრინციპით მოქმედებენ“,- განაცხადა ლევან სამუშიამ.