ეს გამოძიება აწარმოვა მსოფლიოში დიდი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებამ. ბრალდებები ძალიან მძიმეა და საუბარია რთულ სავარაუდო დანაშაულზე. მე არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ. მაგრამ ამ სავარაუდო დანაშაულზე, თუ ასეთი დადასტურდება, ყველამ შესაბამისად უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ის. ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელი ლევან სამუშია აცხადებს.
"მასშტაბურ სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი და აქ არ არის ლაპარაკი, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს მხოლოდ გამოძიება, საერთაშორისო დანაშაულზეა საუბარი და ბრიტანეთის საგამოძიებო თუ სასამართლო სისტემის მხრიდან იქნება თუ სხვა საერთაშორისო სტრუქტურებიდან, ეს შესაძლო დანაშაული, დარწმუნებული ვარ სათანადო დონეზე იქნება გამოძიებული. შავი ფული, შავად მოქმედებები, შავი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია.
ლელოს პრინციპია გამჭვირვალობა და თუ შეიძლება ასე ითქვას, "საქმის თეთრად კეთება". ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია დიდ სინდიკატზე, იმედი გვაქვს ამ სინდიკატის მოქმედებებს შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოჰყვება. თუმცა ჩვენთვის წარმოუდგენელია ამხელა ქსელი მუშაობდეს საქართველოში და ეს არ სცოდნოდა ქართულ სპეცსამსახურებს და ხელისუფლებას. თუ ეს დანაშაული დადასტურდა ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაც ჩართული იყო სქემაში.თუმცა აქვე უნდა ითქვას ცალსახად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ობიექტურ საქმის წარმოებას." - აცხადებს ლევან სამუშია.
ეთერში გასული გამოძიების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: დავით კეზერაშვილი: არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან