ყველამ გავითავისო ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მომავალს თვალსა და ხელს შუა გამოგვაცლიან - ამის შესახებ „ლელო საქართელოსთვის“ წევრმა, ლევან სამუშიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ გამოფხიზლება, თორემ ამ რუსულმა ძალამ გაგუდა ქვეყანა. საქართველოში არ დარჩა მოქალაქეები, რომლებიც გაქცევაზე არ ფიქრობენ. ქართველი გარბის, რუსი შემორბის. საქართველო დატოვეს ქართველების გარეშე. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ მე როგორც ერთი პოლიტიკოსი პასუხისმგებლობას გავურბივარ - არა, მაგრამ ყველამ გავითავისო ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მომავალს თვალსა და ხელს შუა გამოგვაცლიან“ - აღნიშნა ლევან სამუშიამ.