ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა სამჯერ მოუწოდა პირდაპირ ეთერში ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებს, რომ საჯარო დისკუსია გაემართათ და წარმოედგინათ არგუმენტები, რატომაა გამჭვირვალობის კანონი ცუდი - რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე უცხოეთიდან შემოსული ფული. - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
"რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, ვერავინ მაგაში ჩვენ ვერ დაგვაჯერებს, მნიშვნელობა არ აქვს, როგორო რანგის პოლიტიკური ფიგურა იქნება ის, რომ თურმე, არაევროპულია, ჩვენ ავკრძალოთ პროპაგანდა-აგიტაცია სკოლებსა და ბაღებში, რომ თურმე, ბავშვები არ იბადებიან კონკრეტული სქესით და როდესაც გაიზრდებიან, სქესი შემდეგ უნდა აარჩიონ.
საინტერესოა, რას ურჩევენ ისინი დონალდ ტრამპს. ჩვენ ბატონი დონალდ ტრამპის დაპირებაც გვახსოვს და დარწმუნებული ვარ, იგი ამას შეასრულებს. იგი თავის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ როგორც კი პრეზიდენტი გახდებოდა, აკრძალავდა არასრულწლოვანებში სქესის გადაკეთების ოპერაციებს და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ დაიწყებდა აქტიურ ბრძოლას. ძალიან საინტერესოა, მათი რჩევა როგორი იქნება ბატონ დონალდ ტრამპთან მიმართებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.