ამის შესახებ ლევან მაჭავარიანმა "დღის კურიერში" განაცხადა:
"ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, თუ არ ვცდები, თვენახევრის წინ იყო, პრემიერ- მინისტრმა ბრიფინგი მიუძღვნა ამას, სადაც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოდის უშუალოდ რადიკალური ოპოზიციური პარტიის წევრების მხრიდან, თუ როგორი ტიპის დესტაბილიზაციას და არეულობებს გეგმავენ ისინი და ამ შემთხვევაში, როგორ იგეგმება თავდასხმები თვითონ მათი პარტიის წევრებზეც, იმისათვის, რომ უფრო აწიონ რევოლუციური მუხტი და იქიდან 1-2 კვირაში ვიხილეთ, რომ შემოიპარა დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც ბრალდებულია და 18 წელი ჰქონდა მისჯილი მას ბატონი თარგამაძის აფეთქებისთვის.
ჩვენ ვიხილეთ სუს-ის განცხადება, ისინი ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით აპირებენ აჟიოტაჟის შემოტანას და ასევე, არჩევნებამდე და არჩევნების დღესაც განსაკუთრებული ზეწოლა იქნება კომისიის წევრებზე, იმისათვის, რომ მეტი დესტრუქცია შემოიტანონ საარჩევნოდ დღის განმავლობაში. თუმცა, მათი მთავარი დღის წესრიგი მაინც აგებულია 26 ოქტომბრის საღამოდან საპროტესტო მუხტის აწევაზე," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.