„არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ჩვენი რეიტინგი არის 60%-ის ფარგლებში და ეს რეიტინგი კიდევ უფრო მზარდია, რაც ვუახლოვდებით 26 ოქტომბერს. " - ასე შეაფასა "გორბის" კვლევა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
"დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო მაღალი იქნება ჩვენი შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ჩვენი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ხედავს. ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის გარანტი ამ ქვეყანაში“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.