საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი ზიზღის ენას შეიცავს.
მანვე სადამკვირვებლო მისიებს და ორგანიზაციებს მოუწოდა თავიანთ ანგარიშებში ასახონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ ზიზღის კამპანიაზე.
„რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, აქ გასაკვირი არაფერი არ არის. გამოჩნდა ბანერები პირდაპირ, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას და ჩვენ რა თქმა უნდა მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში და მოახდინონ ამასთან დაკავშირებით რეაგირება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნეგატიური კამპანია დაიწყო და ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნეგატიური კამპანია დაიწყო და ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერების ავტორობით გაკეთებულ ბანერებზე ვკითხულობთ: „მოიშორე ოცნება“, „მოიშორე ბიძინა“.
ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერებით „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მოსახლეობასთანაც გამართეს შეხვედრები და წინასაარჩევნო დაპირებები ნეგატიური კამპანიის ფარგლებში გასცეს.
ნაცმოძრაობის“ მიერ დაწყებულ ნეგატიურ კამპანიაზე ჯერჯერობით შეფასება არ გაუკეთებიათ ელჩებს და ე.წ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.