„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანებიან, თითქოს, მმართველი პარტია ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლების მიზანი ერთიანი საქართველოა, რომელიც საერთო საზღვრებს გულისხმობს და არასოდეს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის

„რადიკალური ოპოზიციისგან ვიხილეთ ტყუილების მორიგი ტირაჟირება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, თითქოს იქ რაღაც კონფედერაციის ფორმაზე არის საუბარი ან მათ დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რაც ჩვეულებრივი ტყუილია. რა თქმა უნდა, რადიკალებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ ტყუილებს, რომლებიც ფაქტობრივად 10-15 წუთში იშიფრება. ამაზე არანაირი საუბარი არ იქნება და ჩვენ, რა თმა უნდა, გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას და ეს ყველაფერი ერთი ქვეყნის ფორმატში მოხდება, იმიტომ რომ ვართ ერთი სახელმწიფო“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.