"ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო, მინდა, ჩემი უმორჩილესი თხოვნა გაგიზიაროთ ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას" - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც ... გთხოვთ, უბრალოდ რეაგირების გარეშე დატოვოთ ეს სიბინძურე ...
ჩვენ, არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები ნეგატივი და ცილისწამება ... ჩვენ, გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ - წერს ლევან ხაბეიშვილი.
სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.